"ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი" |
2.პროექტის მთავარი იდეა [თემა] 1–2 წინადადებით.დაეხმარება მოსწავლეებს, სიღრმისეულად გაიაზრონ და ჩასწვდნენ ტიციანის მხატვრულ სამყაროს, ხელს შეუწყობს პოეტის შემოქმედების შესწავლას.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ისწავლიან რა არის მოქალაქეობრივი აზროვნება, ადამიანის უფლებები და თავისუფლება. ორიენტირების გამოკვეთის გზით ჩამოუყალიბდეს მოსწავლეებს ღირებულებათა მართებული სისტემა.
4.პროექტის მიზნები:ტ.ტაბიძის ცხოვრების, შემოქმედების, მოღვაწეობის, სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდების გაცნობა მისი ცხოვრებიდან.გამოიკვლიონ მისი ტრაგიკული აღსასრული. გაეცნობიან შესაბამის ეპოქას.
5.მონაწილეთა ასაკი: 16–17წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთის გამოფენა სათაურით: "მე პოეტების ვარ ფალავანი".ფოტოების გამოფენა, ჩანახატები, თემის მოსმენა სახელწოდებით:"რეპრესიები–"სამოთხის ხანის" დიდი ტკივილი."
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კალმები, ფლომასტერები, ფორმატები, პროექტორი, გამოყენებული ლიტერატურა: ტიციან ტაბიძე, ლექსები, პოემები, პროზა, წერილები. თბ;1985,აკ. გაწერელია, ნარკვევები, პორტრეტები, ლექსთმცოდნეობა, თბ1988.,უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია.ნაწ.II.გ.ასათიანი, კრიტიკული დიალოგები, წერილები, პორტრეტები, ესკიზები,თბ.1977.ჯამბუ ავალიანი. "მე პოეტების ვარ ფალავანი". ქუთაისი2002.
9.პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები]: გაეცნობიან ტ.ტაბიძის ბიოგრაფიას, ეპოქას,შემოქმედებას, მისი პოეზიის ანთოლოგიას, მოიძიებენ ინფორმაციას პოეტის ტრაგიკული ცხოვრების ეპიზოდებზე; გაეცნობიან გასული საუკუნის პრესას, საარქივო მასალებს, სხვადასხვა რჯულის ჩინოვნიკების წერილებს, მოხსენენებს, რომლებიც სავსეა ბინძური ცილისწამებით,აღწერენ პოეტის ტრაგიკულ აღსასრულს, მოიძიებენ ინფორმაციას, თუ როგორ აღესრულა სიყვარულისთვის, სილამაზისთვის, ტანჯვისთვის დაბადებულიპოეტი ტ.ტაბიძე, პოეტი, რომელმაც"კაენის სულის"აღზევების მძიმე წლებშიც შეინარჩუნა ღირსება,პატიოსნება,სილამაზე და დიდისიყვარული. იყო მეგობრების სული და გული.
გამოიფინება კედლის გაზეთი სათაურით: "მე პოეტების ვარ ფალავანი";
თემის მოსმენა სახელწოდებით: "რეპრესიები-სამოთხის ხანის" დიდი ტკივილი"
გამოიფინება პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფოტოები და გაეცნობიან მოსწავლეების მიერ შესრულებულ ჩანახატებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია (ისტორიული პარალელების გავლება, გაეცნობიან საბჭოთა პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავდა"ახალი ადამიანის" ფორმირებას).
11.პროექტის ხელმძღვანელი[მასწავლებელი]: ირინა კოშაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irina.kenkebashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.irina.kenkebashvili.blogspot.com
პროექტის განხორციელების გეგმა